უფლებები...

ბავშვთა უფლებები

Wednesday, December 25, 2013

                                 დავიცვათ ბავშვები!!!


ბავშვთა უფლებები დაცვა უმნიშვნელოვანესი თემაა და რატომღაც საზოგადოების დიდი აქტიურობისა ვერბალურ დონეზე, სტატისტიკა სხვა მონაცემებს აჩევენებს. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტებს, რომელთა გასაჯაროებაც არ ხდება, ჩვენს დამოკიდებულებას: ,,ეს ჩემი საქმე არ არის", ან გავრცელებულ გამონათქვამს_  ,, არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო“_  რომელიც ჩვენი მენტალიტეტის შესაბამისად ჩამოყალიბდა, წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვის უფლებაა უგულებელყოფილი.
ბავშვი რომ სიყვარულით სავსე გარემოსა და სიყვარულით უნდა იზრდებოდეს, ვგონებ, ამაზე აღარავინ დავობს. ,,ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ“, _ ეს ფრაზა აღარავისთვისაა უცნობი.
ნებისმიერი უარყოფითი ემოცია, რომელიც ბავშვის ფსიქიკაში ილექება, როგორ  იჩენს თავს , არავინ არ იცის. ცნობილია, რომ ყველაზე დიდი მჩაგვრელები თავად ჩაგრულები ხდებიან, მითუმეტეს თუ ბავშვი მგრძნობიარე და ემოციურია.  ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც იოსებ ჯუღაშვილი და ადოლფ ჰიტლერი.
და მაინც... კონვენციები იქმნება არა ბავშვებისათვის, არამედ უფროსებისთვის. გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენი ქმედება  ნარცისმა მშობლებმა, გულგრილმა საზოგადოებამ, სახელმწიფომ, რომ მომავალი თაობა ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი აღვზარდოთ და როცა პრეტენზიები გაგვიჩნდება მათ მიმართ, გვახსოვდეს, ლომის წვლილი ჩვენც მიგვიძღვის.

No comments:

Post a Comment